09:06 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-26 19:15:58, 7493 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა

პარლამენტმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრისთვის, დეპუტატ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა.

მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერებას მხარი 91 დეპუტატმა დაუჭირა.

აღსანიშნავია, რომ საკითხის განხილვა პარლამენტში დილის 09:00 საათიდან დაიწყო და თითქმის 10 საათის განმავლობაში, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურა ნიკა მელიას  ბრალს საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში სდებს (სსკ-ის 225-ე მუხლი). გენერალური პროკურორის პარლამენტისადმი გაგზავნილ მიმართვაში ნათქვამია, რომ მას შესაძლოა დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართლადამცავებზე ძალადობრივ თავდასხმაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ზელენსკის მკვლელობას მოუწოდებდა
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics