15:40 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-26 11:05:26, 1196 ნახვა

კომენტარი
ბობოხიძე საგამოძოებო უწყებას: რა მდგომარეობაშია რაინდის საქმე და რატომ არ არის ვასაძე დაკავებული?

„ხომ არ იცით, რა მდგომარეობაშია საქმე ბატონი რაინდის მიმართ და რატომ არაა ის დაკავებული, როდესაც მას შეუძლია რუსეთში გაგასწროთ?“ - ამ კითხვით „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა, აკაკი ბობოხიძემ საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებს მიმართა, რომლებიც 2 კომიტეტის სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატისთვის ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეჩერებაზე საკითხის განცილვას ესწრებიან.

აკაკი ბობოხიძე აღნიშნავს, რომ ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელიც მისივე თქმით, უკანონო დაჯგუფებებს ღიად ქმნიდა, რუსეთის მოქალაქეცაა და მას თავისუფლად შეუძლია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სასჯელს თავი აარიდოს. 

„აქ ბრძანდება ბატონი რევაზ ბარაშვილი, საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე, ანუ ვერ მეტყვის, რომ არ იცის, ბატონი ამირან გულუაშვილი - ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი, აქ ბრძანდება, მომხსენებელია და ვერ მეტყვის, რომ არ იცის. ბატონებო, ხომ არ იცით რა მდგომარეობასია საქმე ბატონი რაინდის მიმართ, რომელიც გამოცხადებულად კრებდა რაზმებს და ეს პროცესი ყველას თანდასწრებით მიდიოდა? განსხვავებით ნიკანორ მელიასაგან, ეს კაცი არის რუსეთის მოქალაქეც . ნიკანორ მელია რომც წავიდეს სხვა ქვეყანაში, თუ თქვენ მას დასაბუთებულ ბრალს წაუყენებთ, ნებისმიერი ქვეყანა ვალდებულია ის უკან დაგვიბრუნოს, მაგრამ არცერთი ქვეყანა არაა ვალდებული უკან დაგვიბრუნოს თავისი მოქალაქე. ბატონმა ვასაძემ რომ გადაგასწროთ რუსეთში, მერე მას არ გადმოგცემენ და მაინტერესებს, საქმე რა მდგომარეობაშია და რატომ არ არის დაკავებული ის, როცა შეიძლება მიიმალოს?“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასამართლოს კანცელარიის დაცვის მცდელობის საქმეზე ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე – ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე - „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
სრული სვლით საგანძურისკენ - 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics