|
2019-06-25 13:07:31, 1261 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე: არავინ არ ეკიდება სკამს, სულ ფეხებზე მკიდია ის სკამი, სადაც ვზივარ
ფრაქცია "ქარტული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პარლამენტის სხდომაზე „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუპირისპირდა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, სწორედ „ნაციონალებს“ ეკისრებათ პასუხისმგებლობა 20 ივლისის მოვლენებზე, რადგან მოსახლეობას პარლამენტის შენობის შტურმით აღებისკენ მოუწოდებდნენ. „უმრავლესობის ლიდერთან შეთანხმებით იმ წამსვე ჩავშალე სხდომა, როგორც კი მოვედი, ეს იყო ჩვენი პოზიცია და დღის ბოლოს დუმის დეპუტატები აღარ იყვნენ თბილისში, „ნაციონალური მოძრაობა“ ამას არ დაინახავდა და ამას ის მოაყოლეს, რომ გარეთ გამოსული ახალგაზრდების ნაწილის ემოციებით ითამაშეს და საღამოს რა შედეგებიც მივიღეთ ვნახეთ. ამათ არ უნდათ, არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება. ვინ მოუწოდებდა აქციაზე ახალგაზრდებს, რომ პარლამენტის შენობა შტურმით უნდა აეღოთ, რა უნდოდათ, მათ ხელისუფლების გადატრიალება უნდოდათ. არავინ არ ეკიდება სკამს. ბოდიში და სულ ფეხებზე მკიდია ის სკამი და ყველაფერიც, სადაც ვზივარ. მაგრამ რეალურად, ამათ უნდათ თავისი და ყველას შვილების მომავალი მოკლან, ასე უნდათ, რომ დაამყარონ დიქტატურა მომავალში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)