07:45 - 31 Jul, 2026
|
2019-06-23 21:01:43, 1159 ნახვა
პოლიტიკა
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქცია დაიწყო
საქართველოს პარლამენტის წინ აქცია დაიწყო. რუსთაველის გამზირზე დემონსტრანტები შეიკრიბნენ. პარლამენტის შენობის წინ სიტყვით გამოსვლები დაიწყო. მოთხოვნები უცვლელია - ჩატარდეს არჩევნები უკვე პროპორციული სისტემით, დაუყოვნებლივ გადადგეს შს მინისტრი, გიორგი გახარია, სასწრაფოდ გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებულები და ადეკვატურად დაისაჯონ ის სამართალდამცველები, რომლებმაც გადაამეტეს უფლებამოსილებას. პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ერთ-ერთ მოქალაქეს ხელში ტრანსფარანტი უჭირავს წარწერით "დღეს ჩემი დის დაბადების დღეა და აქ იმიტომ ვდგავარ, რომ ვაჩუქო მშვიდობა და თავისუფლება! გილოცავ ელენე!"
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)