|
2019-06-20 18:40:22, 926 ნახვა
საზოგადოება
ვასაძე: არავითარი უკანონო ფორმირება არ შემიქმნია - კომბლები სხვენში დევს
ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებით, მას კანონი არ დაურღვევია, როდესაც ე.წ. რაზმების შექმნაზე საუბრობდა. ვასაძე თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან დღეს გამოკითხვაზე იმყოფებოდა.~ „არაფერი კანონი არ დამირღვევია, კანონს არღვევს ის, ვინც არ ემორჩილება შსს-ს განცხადებას, რომ პრაიდი არ ჩატარდება. კანონს დაარღვევს ის უცხოელი, მათ შორის ელჩი, ვინც არ დაემორჩილება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ირმა ინაშვილის გუშინდელ განცხადებას, რომ დაეტიონ თავიანთ საელჩოებში, არ გამოიწვიონ ქართველი ხალხი აგრესიაზე და ვინც ამას არ გააკეთებს, ის თვითონ გავა კანონს გარეთ, ქართული სახელმწიფოს სტაბილურობის ინტერესებს მიღმა. თუ ამათ, ამ ნახევარ სახელმწიფოს მიაჩნია, რომ მე დავარღვიე კანონი, მე ყველაფრისთვის მზად ვარ. თეთრი ხელსახოცი არის მშვიდობის სიმბოლო, კომბლები დევს სხვენში, იმ წამსვე, როცა პოლიციამ გვითხრა, რომ არ ჩაგვქოლავს და პრაიდი არ ჩატარდება, მოვუწოდეთ ჩვენს მომხრეებს, რომ კომბლები შეაწყონ სხვენში. ეს კომბლები იმისთვის იყო, რომ პოლიციელების ძალადობისგან დაგვეცვა თავი, თუკი ისინი პროვოკატორებს ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლაში დაეხმარებოდნენ. კომბლები არასდროს არ იყო განკუთვნილი ამ უბედური ხალხის დასაფრთხობად. ვიღაც ტყეში, ან სარდაფში რაღაცას იზამს, ეს არ არის „პრაიდი“, - განაცხადა ვასაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)