02:15 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-02 14:56:27, 658 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოსა და თურქმენეთს შორის ხელმოწერილი ერთობლივი დოკუმენტები

თურქმენეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვან დოკუმენტს მოეწერა ხელი.

ესენია: 1. თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და თურქმენეთის მეცნიერებათა აკადემიას შორის; (ხელი მოაწერეს  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა  გიორგი კვესიტაძემ და თურქმენეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა გურბანმირატ მეზილოვიმ) 2. ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურსა და თურქმენეთის ფინანსთა სამინისტროს შორის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასა და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებული ფინანსური ინფორმაციის გაცვლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ; (ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა მიხეილ როინიშვილმა და თურქმენეთის უმაღლესი კონტროლის პალატის თავმჯდომარე ბატირ ატდაევიმ); 3. ურთიერთგაგების მემორანდუმი სპორტის სფეროში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და თურქმენეთის სპორტის სახელმწიფო კომიტეტს შორის; ( ხელი მოაწერს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და თურქმენეთის განათლების მინისტრმა პურლი აგამირადოვიმ); 4. „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თურქმენეთის განათლების სამინისტროს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი. (ხელი მოაწერეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ  და თურქმენეთის განათლების მინისტრმა პურლი აგამირადოვიმ); 5. საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის კულტურისა და ხელოვნების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება; (ხელი მოაწერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და თურქმენეთის კულტურის მინისტრმა ანნაგელდი გარადჟაევიმ); 6. “თურქმენეთის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ქართულ-თურქმენული მთავრობათაშორისი კომისიის შესახებ“ შეთანხმება(ხელი მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრმა ბაიარ აბაევიმ); 7. საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და თურქმენეთის პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუჰამედოვის ერთობლივი განცხადება; (ხელი   პრეზიდენტებმა მოაწერეს).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics