|
2019-06-20 12:44:22, 954 ნახვა
საზოგადოება
სერგეი გავრილოვმა ზაქარია ქუცნაშვილს ხატი აჩუქა - აქტივისტებმა დეპუტატს რუსეთის მონა უწოდეს
მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილს წმინდა სამების ხატი აჩუქა. გავრილოვმა სესიის ჩატარებისთვის ზაქარია ქუცნაშვილს მადლობა რუსულად გადაუხადა და წმინდა სამების ხატით დაასაჩუქრა. აღნიშნულმა ფაქტთმა პარლამენტში მისული აქტივისტების გაღიზიანება გამოიწვია. სასესიო ოთახიდან გამოსულ ზაქარია ქუცნაშვილს შეძახილებით დახვდნენ - "მონა", "პუტინის მონა", "მოღალატე". შექმნილი ვითარების გამო, დეპუტატმა ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება ვერ შეძლო. გარდა ამისა, ზაქარია ქუცნაშვილმა აქტივისტების მიერ მიტანილი პლაკატი წარწერით "სირცხვილი ხელუსუფლებას" დახია. აქტივისტების განცხადებით, ქუცნაშვილს არ აქვს უფლება დეპუტატის მანდატი ჰქონდეს და მან პარლამენტი უნდა დატოვოს.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)