|
2019-06-19 21:30:54, 1160 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინის ელჩმა გავრილოვის გამოსვლისას პროტესტის ნიშნად სასახლე დატოვა
უკრაინის ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა თბილისში რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის სიტყვით გამოსვლისას დროებით პროტესტის ნიშნად დატოვა. "რუსეთს ოკუპირებული აქვს უკრაინის ტერიტორიები და დღესაც აგრძელებს ბრძოლას. დღეს ჩვენ გვყავს ერთი გარდაცვლილი და ოთხი დაჭრილი სამხედრო. ეს არის რუსეთი ჩვენთვის. ძალიან მარტივია, რაც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ქრისტიანული რელიგია და ეკლესია არის მშვიდობისა და მშვიდობიანი არსებობის და არა ტერიტორიების ოკუპაცია. სულ ეს არის. მე მეტი კომენტარი არ მაქვს", —იგორ დოლგოვმა. გავრილოვი სხვა ქვეყნის დეპუტატებთან ერთად თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. ნეტგაზეთის ფოტო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)