|
2019-06-18 16:30:18, 1268 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისში, აფეთქების შედეგად 7 დაშავებულიდან, ორის მდგომარეობა მძიმეა
ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავებული 7 ადამიანიდან ორი - 31 წლის მამაკაცი და 10 წლის გოგონა, თბილისის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. როგორც დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე აცხადებს, ორივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. „ზემოთ აღნიშნული შემთხვევიდან ჩვენ კლინიკაში შემოვიდა ორი პაციენტი. ერთი მამაკაცი, 31 წლის, მისი მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია. 70% აღენიშნება სხეულის თერმული დამწვრობა, დამწვრობითი შოკი, სასუნთქი გზების დაზიანება, მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მეორე, 10 წლის გოგონა, მისი მდგომარეობა შედარებით იოლია, რადგან ფართობია ნაკლები, 25 %, თუმცა სამწუხაროდ, რეანიმაციაშია ისიც მოთავსებული. ორივე მათგანის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის არის სტაბილური, თუმცა ორივე შემთხვევაში საკმაოდ სერიოზული დაზიანებებთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ. შეგახსენებთ, რომ ქუთაისში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. შსს-ს ინფორმაციით, ცეცხლი ოჯახური კონფლიქტის შედეგად, მიზანმიმართულად გააჩინეს. გამოძიება 11 პრიმა 19-109 ე მუხლითაა დაწყებული.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)