|
2019-06-17 10:57:31, 804 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქში გზის მორეცხვის გეგმიური სამუშაოები დაიწყო
„თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქში გზის მორეცხვის გეგმიური სამუშაოები დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, სპეციალური ტექნიკის დახმარებით, თბილისის ათივე რაიონის ყველა ცენტრალური ქუჩა და გამზირი ყოველდღიურად მოირეცხება. „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელის ლევან ჯღარკავას თქმით, დედაქალაქის ქუჩების ყოველდღიური მორეცხვა, სპეციალურად შემუშავებული განრიგის მიხედვით, ზამთრის დადგომამდე განხორციელდება. „ქუჩების დატვირთულობიდან გამომდინარე, ჩვენ შევიმუშავეთ სპეციალური გეგმა-გრაფიკი, რომლის მიხედვითაც კონკრეტული ქუჩების, გამზირების მორეცხვა წინასწარ გაწერილ საათებში მოხდება. სეზონური მორეცხვის სამუშაოები თამარაშვილის ქუჩიდან დავიწყეთ და ეტაპობრივად მივყვებით“, - აღნიშნა ლევან ჯღარკავამ. გზის მორეცხვის სამუშაოები ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება და შემდეგ ქუჩებსა და გამზირებზე შესრულდება: ალექსანდრე პუშკინის ქუჩა; ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა; ვახტანგ გორგასლის ქუჩა; მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩა (ყოფილი ელბაქიძის ქუჩა); მეტეხის ხიდი; ბარათაშვილის ხიდი; გალაქტიონის ხიდი; გია გულუას ქუჩა; შოთა რუსთაველის გამზირი; მერაბ კოსტავას ქუჩა; პეტრე მელიქიშვილის ქუჩა; თავისუფლების მოედანი; კოტე აფხაზის ქუჩა; დავით აღმაშენებლის გამზირი; კოტე მარჯანიშვილის ქუჩა; ზაარბრიუკენის მოედანი; ცოტნე დადიანის ქუჩა; ქეთევან წამებულის გამზირი; ვარკეთილის დასახლება - ცენტრალური ქუჩები; ვაზისუბნის დასახლება - ცენტრალური ქუჩები; ლეხ კაჩინსკის ქუჩა; ავლაბრის მოედანი; ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართი; ევროპის მოედანი; აკაკი წერეთლის გამზირი; გიორგი ცაბაძის ქუჩა; თამარ მეფის გამზირი;თევდორე მღვდლის ქუჩა; აბასთუმნის ქუჩა; მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩა; გრიგოლ რობაქიძის გამზირი; ფარნავაზ მეფის გამზირი; მირიან მეფის ქუჩა; დავით გურამიშვილის გამზირი; დავით სარაჯიშვილის ქუჩა; თორნიკე ერისთავის ქუჩა; ნოდარ დუმბაძის გამზირი; ანგია ბოჭორიშვილის ქუჩა; იოსებ ნონეშვილის ქუჩა; ალეკო გობრონიძის ქუჩა; ილია ჭავჭავაძის გამზირი; ზაქარია ფალიაშვილის ქუჩა; ირაკლი აბაშიძის ქუჩა; მიხეილ თამარაშვილის ქუჩა; ვაჟა-ფშაველას გამზირი; ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი; შალვა ნუცუბიძის ქუჩა; ჟიული შარტავას ქუჩა; პეკინის ქუჩა; იური გაგარინის ქუჩა; გმირთა მოედანი; გმირთა მოედანი-მიხეილ თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზა და პანდუსები; მარშალ გელოვანის გამზირი.
(NS)
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)