|
2019-06-16 19:59:44, 1718 ნახვა
სამართალი
ტაეკვანდოს ჩემპიონატზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა დაკავებულია სამი ადამიანი
ფოთში, ტაეკვონდოს ფედერაციის პრეზიდენტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებისას სამი ადამიანი დააკავეს. დაპირისპირება ფედერაციის შენობასთან მაშინ მოხდა, როდესაც ფედერაციის წევრების ნაწილი სულხან ბაბუაძეს ხვდებოდა. მათი თქმით, 7 წელია საქართველოს ტაეკვანდოს ეროვნულ ფედერაციას სულხან ბაბუაძე მართავს და მისი მუშაობით უკმაყოფილოები არიან. მწვრთნელების განცხადებით, ისინი პრეზიდენტს ბოიკოტს უცხადებენ და მის გადაყენებას მოითხოვენ. დღეს მწვრთნელები ფედერაციის პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა მათივე თქმით, გამგეობის წევრებმა პროვოკაცია მოაწყვეს, რაც ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაკავებული მწვრთნელები ფოთის პოლიციაში იმყოფებიან. შსს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით აღიძრა, რაც ძალადობას გულისხმობს.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)