23:31 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-15 13:16:18, 1944 ნახვა

საზოგადოება
ლევან ვასაძე თანამოაზრეებს ვერის პარკში იწვევს, რათა „პრაიდის“ ჩაშლის გეგმა შეიმუშაონ

ბიზნესმენი ლევან ვასაძე „თბილისი პრაიდთან“ და გუშინ, მთავრობის კანცელარიის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ვიდეომიმართვას ავრცელებს.

ვასაძე ლგბტ+ თემის წარმომადგენლებს ემუქრება და აცხადებს, რომ მოსახლეობა ქრისტიანული წესრიგის დარღვევას არ დაუშვებს.

ამასთან, იგი მხარდამჭერეს ხვალ, 20:00 საათზე, ვერის პარკში მისვლისკენ მოუწოდებს, რათა „თბილისი პრაიდის“ ჩასაშლელად სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდნენ.

„როდესაც სახელმწიფო უარს ამბობს თავისი ფუნქციების შესრულებაზე, ხალხი ნებისმიერი ქვეყნისა, რომელსაც არ უნდა, რომ იყოს მონა და იყოს ქვეყანა, იღებს თავის ხელში წესრიგს. ამ წესრიგის დასამყარებლად გეძახით ხვალ საღამოს“, - აცხადებს ლევან ვასაძე.

 

„ექსპრესნიუსის“ რედაქცია ლევან ვასაძის ჰომოფობიურ და სიძულვილის ენის შემცველ განცხადებებს ემიჯნება.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics