|
2019-06-14 17:27:26, 1256 ნახვა
საზოგადოება
ტრანსგენდერი ქალების ნაწილი: უპირობო მხარდაჭერა #TbilisiPride -ს - ჩვენი სახელით, ნუ საუბრობთ
„არ ვემიჯნები #TbilisiPride -ს, პირიქით მხარს ვუჭერ და აბსოლუტურად ვიზიარებ მათ მიერ დაგეგმილ აქტივობებს!“ - ამის შესახებ facebook-ის საკუთარ გვერდზე ტრანსგენდერი ქალი სელენა ტატლი ბუხაიძე წერს. სელენა ტატლი ბუხაიძე ტრანსგენდერი ქალის, გაბრიელა როსკიპოვას იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, ტრანსგენდერი ქალები პატივს სცემენ თბილისი პრაიდს, თუმცა „ღირსების მარშს“ არ შეუერთდებიან. სელენა ტატლი ბუხაიძის განცხადებით, ტრანსგენდერ ქალთა ნაწილი აპირებს დაგეგმილ ღონისძიებას შეუერთდეს. „ვეხმაურები ტრანს თემის სახელით გავრცელებულ განცხადებას, პირველ რიგში მკაფიოდ ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას, რომ არ ვემიჯნები #TbilisiPride -ს, პირიქით მხარს ვუჭერ და აბსოლუტურად ვიზიარებ მათ მიერ დაგეგმილ აქტივობებს! არავის აქვს უფლება, ჩემი სახელით რაიმე აზრი დააფიქსიროს, ამისთვის ვარ მე და თავად უკეთესად შემიძლია გამოვხატო აზრი, თავად უკეთესად შემიძლია გადავწყვიტო რას გავემიჯნო და რას არა! არაფერი მაქვს საწინააღმდეგო იმ ადამიანების მიმართ, ვისაც არ უნდა შეუერთდეს „ღირსების მარშს“, თუმცაღა ეს ინდივიდუალურად გადაწყვიტოს ყველამ და ინდივიდუალურად გამოეთიშოს ამ პროცესს, საქართველოშიც და ემიგრაციაში მყოფი ჩემი მეგობარი ტრანსგენდერი ქალები, არათუ ვემიჯნებით, ვუერთდებით და მაქსიმალურად მხარს ვუჭერთ ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვან პროცესებს! მოხშირდა ძალადობა, ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში, არ ვიცი რა ინდიკატორებით გაზომეს, მაგრამ მე ვხედავ რომ ჩვენზე ძალადობა ყოველთვის იყო, არის ახლაც და ზუსტად იმიტომ რომ წერტილი დავუსვათ გაუგონარ სისასტიკეს, უნდა გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან და ჩვენი უფლებებისთვის ჩვენვე დავიწყოთ ბრძოლა. იმ ადამიანებს მინიმუმ მხარდაჭერა გამოვუცხადოთ, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად მზად არიან ქუჩაში გამოვიდნენ! დარწმუნებული ვარ, წარმოუდგენლად რთულ მდგომარეობაში არიან, რადგან ბოლო 2 თვის მანძილზე არათუ საპატრიარქო და შსს ემიჯნება, არამედ ის ორგანიზაციებიც რომლის იმედიც უნდა გვქონდეს. ჩემი უპირობო მხარდაჭერა #TbilisiPride -ს“, - წერს ტრანსგენდერი ქალი.
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
მოქალაქეები ისევ დენის გათიშვის შესახებ იუწყებიან
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)