|
2019-06-13 15:50:03, 1001 ნახვა
საზოგადოება
„ქართუს“ დაფინანსებით სოფელ გორაბერეჟოულში ერისთავების სასახლის რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო
საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულში ერისთავების სასახლის ფართომასშტაბიანი რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. ერისთავების სასახლის რეაბილიტაციის პროცესში სრულად აღდგება XIX საუკუნის არქიტექტურული ნაგებობის ყველა კონსტრუქციული ელემენტი. ავთენტური ფორმით განახლდება და ნაწილობრივ რესტავრირდება სასახლის კარ-ფანჯრები, რომლებიც სტრუქტურული მდგრადობის მიზნით, შენობის ყველა ხის კონსტრუქციული ელემენტის მგავსად ცვილის ლაქით დაიფარება. პირვანდელ იერსახეს დაიბრუნებს ნაგებობის უნიკალური ხის აივანი მისი მოაჯირებით, ორნამენტული დეტალებითა და XIX საუკუნის ტიპიური დიზაინის შუშაბანდით. სრულად რეაბილიტირდება შენობის სახურავი და ჭერის კონსტრუქციული წყობები. სასახლის ოთახებში გვიანდელი შპალერის ფენის მოხსნის შემდეგ ინტერიერის ფასადები ახლადგამოვლენილი ღირებული მხატვრული ფრაგმენტების მიხედვით რესტავრირდება. ინტერიერის კიბე კი კონსრუქციულად გამაგრდება და ქვის ფილებით მოპირკეთდება. სრულად აღდგება ერისთავების სასხლის მარანი და ყველა სამეურნეო დანიშნულების სივრცე. არსებული წყობით რეაბილიტირდება და კონსერვირდება სასახლის გალავანი მისი გარსშემოსავლელებითა და სათოფურებით. სასახლის ეზოში მოეწყობა ქვაფენილები, გაიწმინდება არსებული ქვევრები და მწვანე საფარით კეთილმოეწყობა ტერიტორია. ერისთავების სასახლისა სარეაბილიტაციო სამუშაოებს დღეს ფონდი „ქართუს“ გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ჩხეტიანი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე გურიის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელებთან ერთად გაეცნენ. 2019 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულ 9 მილიონ ლარს, ფონდი „ქართუ“-ს მიერ მიმდინარე წლისთვის გამოყოფილი 20 მლნ ლარი დაემატება და ის სრულად კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რეაბილიტაციაზე წარიმართება. დარგისკენ მიმართული ერთობლივი ფინანსური რესურსი ამ დრომდე უპრეცედენტო ოდენობას შეადგენს. მიმდინარე წელს ფონდი „ქართუ“-ს ფინანსური რესურსით უზრუნველყოფილი იქნება 53 კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის რეაბილიტაციის პროცესი., ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით კი წელს სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები 43 არქიტექტურულ ნაგებობაზე წარიმართება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)