|
2015-07-01 19:13:34, 404 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილის შეფასებით, სტიქიის ღამეს მთავრობამ შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენა
ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 13 ივნისის სტიქიის ღამეს მთავრობამ შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენა. ამის შესახებ კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს სვანიძის ქუჩის მოსახლეობის მიერ კომისიის შექმნის საკითხის კომენტირებისას განუცხადა. მისივე თქმით, შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, მთავრობა მზადაა, ამ შეკითხვებს პასუხი გასცეს. "ამაზე ბევრჯერ გაიცა პასუხი. თუ ასეთი შეგრძნებები დარჩა, რა თქმა უნდა, მთავრობა მზადაა, რომ ყველა ასეთ შეკითხვას პასუხი გასცეს. მიმაჩნია, რომ ის შესაძლებლობები, რაც ჩვენ გვქონდა, მაქსიმალურად იქნა გამოყენებული და თუ ამის შემდეგ კიდევ დარჩა შეკითხვები, ჩვენ მზად ვართ, მას პასუხი გავცეთ. რაც შეეხება ზარალს, ჩვენ ეკონომიკის სამინისტროს ფარგლებში, მზად ვართ ქონებით-როგორც მიწით, ასევე შენობა-ნაგებობებით, მას შემდეგ, რაც კომისია დაადგენს ინდივიდუალურ შემთხვევებში ასანაზღაურებელი ზარალის ოდენობას, დავეხმაროთ. მქონდა შეხვედრა მაგალითად, ვაკის ხორცპროდუქტების კომბინატის მფლობელებთან და ვემზადებით იმისათვის, რომ შევუწყოთ ხელი, რათა ამ კომბინატმა სრული მასშტაბით განაახლოს თავისი ოპერირება. მათ ნაწილობრივ უკვე განაახლეს სამუშაო და პროდუქციის გამოშვება, მაგრამ ჩვენი მიზანია, რომ სრული მასშტაბით შევუწყოთ ხელი, რათა ისინი ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდნენ",-განაცხად გიორგი კვირიკაშვილმა. ცნობისთვის, სვანიძის ქუჩის მოსახლეობამ კომისია შექმნა. ისინი აცხადებენ, რომ სტიქიის ღამეს ევაკუაცია უნდა განხორციელებულიყო და ეს არ მოხდა.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)