21:22 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-13 13:44:15, 787 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძემ 13 ივნისის მემორიალი გვირგვინით შეამკო

თბილისის მერი კახა კალაძე ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, 13 ივნისის  სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

კახა კალაძემ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ  სტიქიის დროს ყველაზე მოუშუშებელი დანაკარგი ადამიანების სიცოცხლე იყო.

თბილისის მერმა სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისა თუ პრევენციის მიზნით,  რეკომენდაციების შესაბამისად გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

„ყველას გვახსოვს, თუ რამდენად მძიმე იყო 2015 წლის 13 ივნისი, როდესაც ეს უბედურება მოხდა. რთულია ყველაფრის სიტყვით გადმოცემა, თუ რამდენად უძლური ვიყავით ბუნების წინაშე და რამდენად მძიმე იყო არსებული მდგომარეობა. სამწუხაროდ, დავკარგეთ ადამიანები და იმ ჭრილობებს და ტკივილს ვერაფერი მოაშუშებს. უბრალოდ, ამას ვეგუებით. რაც შეეხება სამუშაოებს, იყო რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, თუ რა უნდა გაკეთებულიყო - ეს იყო განგაშის სისტემა, რომელიც დამონტაჟდა, ასევე, ცხაურები კონკრეტულ ლოკაციებზე, რაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გააკეთა. რა რეკომენდაციებიც გაიცა, ყველაფერი შესრულდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე მერის მოადგილეები, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და თბილისის საკრებულოს დეპუტატები იმყოფებოდნენ.

13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიიდან ოთხი წელი გავიდა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
მოქალაქეები ისევ დენის გათიშვის შესახებ იუწყებიან
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics