21:22 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-13 13:20:24, 930 ნახვა

საზოგადოება
კალაძე: 13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული რეკომენდაციები შესრულდა

 „დავკარგეთ ადამიანები და იმ ჭრილობებს, იმ ტკივილს, რომელიც გვაქვს, ვერაფერი მოაშუშებს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც  13 ივნისის სტიქიით დაღუპულთა მემორიალთან იმყოფება.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია შესრულდა.  

„ყველას გვახსოვს, რამდენად მძიმე იყო, როდესაც 2015 წელს 13 ივნისი თენდებოდა, როდესაც ეს უბედურება მოხდა. ახლა რთულია ყველაფრის სიტყვით გადმოცემა, რამდენად უძლურები ვიყავით ბუნების წინაშე, რამდენად რთული იყო იქ არსებული მდგომარეობა. სამწუხაროდ, დავკარგეთ ადამიანები და იმ ჭრილობებს, იმ ტკივილს, რომელიც გვაქვს, ვერაფერი მოაშუშებს. ნათელში ამყოფოს გარდაცვლილთა სულები.

სამუშაოებს რაც შეეხება, მას შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან იყო რეკომენდაციები, თუ რა უნდა გაკეთებულიყო. ეს იყო შეტყობინების სისტემა, რომელიც დამონტაჟდა, ეს იყო ცხაურები, რომელიც კონკრეტულ ლოკაციებზე ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გააკეთა, ანუ ყველაფერი ის, რაზეც რეკომენდაცია იყო გაწეული, ყველაფერი გაკეთებულია“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
მოქალაქეები ისევ დენის გათიშვის შესახებ იუწყებიან
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics