|
2019-06-13 13:00:50, 1153 ნახვა
საზოგადოება
საგარეო - ისრაელში საქართველოს მოქალაქეები სადეპორტაციოდ ყალბი დოკუმენტების და ქვეყანაში უკანონოდ შესვლის გამო გადაიყვანეს
ისრაელში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი რამლეს სადეპორტო ცენტრში იმყოფება და იქ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ხვდება, რომელთა საქართველოში დეპორტაცია იგეგმება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ შორის გუშინ დაკავებული პირები არიან. უწყების ცნობით, საქართველოს 29 მოქალაქიდან 12-სთვის ისრაელის საიმიგრაციო სამსახურმა ბილეთები უკვე შეიძინა, დანარჩენისთვის ბილეთების შეძენა კი ეტაპობრივად მოხდება. „გაირკვა საქართველოს მოქალაქეთა სადეპორტო ცენტრში გადაყვანის მიზეზები: ქვეყანაში ყოფნის დარღვეული ვადები, ყალბი დოკუმენტების გამოყენება, ისრაელში უკანონოდ შესვლის ფაქტები. სადეპორტაციო ცენტრში საქართველოს მოქალაქეებს მისცემენ სპეციალურ სატელეფონო ბარათებს, რომ შეძლონ ოჯახის წევრებთან დაკავშირება“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)