|
2019-06-13 12:01:53, 834 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი IFAD-ის პროგრამების ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) პროგრამების ხელმძღვანელს საქართველოში ვრეჯ ვჯიჯიანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია, ბაზრებზე წვდომა და მოქნილობა“ მიმდინარეობის საკითხი განიხილეს. ვრეჯ ვჯიჯიანმა დადებითად შეაფასა პროექტის მიმდინარეობა და პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის პროგრამების ხელმძღვანელს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, (IFAD) მიერ დაფინანსებული ახალი პროექტის „მერძევეობის გაუმჯობესება და ბაზრებზე წვდომა“ მნიშვნელობის შესახებ, რომელის განხორციელებაც ახლო მომავალში დაიწყება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ესწრებოდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)