|
2019-06-11 18:08:15, 1258 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე დღეს მაიკლ პომპეოს და ჯონ ბოლტონს შეხვდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოს შეხვდება. შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში თბილისის დროით 18:40 საათზე დაიწყება. მოლაპარაკებების შემდეგ, მამუკა ბახტაძე და მაიკლ პომპეო მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. დღის მეორე ნახევარში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა თეთრ სახლში. მთავრობის მეთაურს აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი უმასპინძლებს. 12 ივნისს პრემიერ-მინისტრი საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კონფერენციას გახსნის, რომელიც აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში გაიმართება. ვიზიტის ფარგლებში მამუკა ბახტაძე შეხვედრებს გამართავს სენატორებსა და კონგრესმენებთან, საექსპერტო და ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)