|
2019-06-11 15:59:57, 1415 ნახვა
საზოგადოება
„მისი ადგილი ციხეშია“ - ირაკლი ოქრუაშვილის მოძრაობის პრეზენტაციაზე სოსო რობაქიძე მივიდა
ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაციის დაწყებამდე ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიზე მივიდა და ოქრუაშვილს კრიმინალი უწოდა. "კრიმინალები მოდიან პოლიტიკაში საქართველოში. კაცი არის მატყუარა. ეგ კაცი პოლიტიკაში როგორ უნდა მოვიდეს? ეგ წავა ციხეში! სამოქმედო გეგმაზე გავაკეთებ განცხადებას მომავალ კვირაში",- აღნიშნა სოსო რობაქიძემ. სოსო რობაქიძის განცხადებას ირაკლი ოქრუაშვილი გამოეხმაურა. ოქრუაშვილმა აღნიშნა, რომ თუ რობაქიძეს რაიმე პრეტენზია აქვს, შეუძლია სასამართლოში, პროკურატურასა და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან დააფიქსიროს, სადაც მისი მეგობრები არიან. „ამ ადამიანს თუ რამე პრეტენზია აქვს, მისი სამეგობროა დღეს სასამართლო, პროკურატურა და აღმასრულებელი ხელისუფლება. თავისი პრეტენზიები შეუძლია დააფიქსიროს იქ ან თუ რაიმე უშუალო საუბარი უნდა ჩემთან, იცის სად უნდა მომნახოს და როგორ. ტრაგიზმით მოცული ისტორიაა და, შესაბამისად, ოჯახი ძალიან დაზარალებულია და სიტყვებს სწორად ვარჩევ, მაგრამ რაღაცებს საზღვარი აქვს“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)