|
2019-06-11 15:40:19, 1151 ნახვა
საზოგადოება
ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდები დაიწყო
ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდები დაიწყო. სხვადასხვა პროფილით, დიპლომისშემდგომ საკვალიფიკაციო გამოცდებზე 753 მაძიებელი დარეგისტრირდა. გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში მაძიებლები მიიღებენ უფლებას დიპლომისშემდგომი მზადება სახელმწიფოს მიერ აკრედიტირებულ სამედიცინო დაწესებულებაში განაგრძონ. რაც სასერტიფიკაციო გამოცდას, საგაზაფხულო სესიაზე 710 მაძიებელია დარეგისტრირებული. გამოცდის შედეგები წარედინება პროფესიული განვითარების საბჭოს, რომელიც დადებითი საგამოცდო შედეგის მქონე მაძიებელს. შესაბამის სპეციალობაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლებას მიანიჭებს. გამოცდებზე სარეზიდენტო მზადებასთან დაკავშირებული სიახლეებიც გაჟღერდა. გაფართოვდა იმ საექიმო სპეციალობის მაძიებელთა წრე, რომელთა დიპლომისშემდგომ მზადებასაც სახელმწიფო დააფინანსებს. პათოლოგიური ანატომია, ფსიქიატრია, ფთიზიატრია-პულმონოლოგია, ბავშვთა ფთიზიატრია-პულმონოლოგია - ეს იმ პრიორიტეტული სპეცილობების ჩამონათვალია, რომელ მიმართულებებშიც სახელმწიფო დიპლომისშემდგომ განათლებას, 2019 წელს აკრედიტირებულ დაწესებულებაში ჩარიცხულ მაძიებლებს სრულად დაუფინანსებს. ასევე სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან სოციალურად დაუცველთა (100 000ქულამდე) სარეზიდენტო მზადება. პრიორიტეტული საექიმო სპეციალობები სამედიცინო ადამიანური რესურსების მიმართულებით არსებულო მდგომარეობის ანალიზისა და დონორი ორგანიზაციების მიერ ჩატარებული შეფასების შედეგების გათვალისწინებით შეირჩა. სასერტიფიკაციო გამოცდებების მიმდინარეობას პირადად აკვირდებოდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)