20:27 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-11 10:53:18, 1048 ნახვა

საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი ორგანიზაცია „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ თავმჯდომარეს შეხვდა

2019 წლის 10 ივნისს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და ორგანიზაცია „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ თავმჯდომარეს, გიორგი ძნელაძეს შეხვედრა.

შეხვედრის მიზანი იყო საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის სფეროში არსებული სხვადასხვა პრობლემური საკითხისა და გამოწვევების მიმოხილვა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სტატუსის მინიჭების და ქვეყანაში არსებული სამედიცინო მოდელიდან შეზღუდული შესაძლებლობის სოციალურ მოდელზე გადასვლის საკითხს, ვინაიდან სოციალურ მოდელზე გადასვლა ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების განხორციელების, საჭიროებების ადეკვატურად შეფასების და შემდგომში, სახელმწიფო პროგრამებსა თუ სტრატეგიებში მათი ასახვის წინაპირობაა. შეხვედრაზე, აგრეთვე, განიხილეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სხვადასხვა სერვისების ხარისხის მიწოდების და გაუმჯობესების საკითხებიც.

პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ყურადღებით მოისმინა შეხვედრაზე დასმული საკითხები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემს სრული მხარდაჭერა აღუთქვა აღნიშნული საკითხებზე მუშაობაში, რათა მთავრობამ გადადგას დროული, სწრაფი და ეფექტური ნაბიჯები არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და გამოწვევების დასაძლევად.

კოალიცია და მასში შემავალი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციები აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ყველა პროცესში იმისათვის, რომ მთავრობამ მოახდინოს აღნიშნული ვალდებულებების ხარისხიანად შესრულება და ხელი შეეწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის ზრდას, რაც ჩვენი ორგანიზაციის მთავარი მისიაა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
მოქალაქეები ისევ დენის გათიშვის შესახებ იუწყებიან
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics