|
2019-06-10 15:37:50, 2159 ნახვა
კომენტარი
გოგიჩაიშვილი ლონდა თოლორაიას: როგორ ახერხებთ, რომ ადეიშვილთანაც და შემდეგ „ოცნებასთანაც“ წარმატებით იყოთ?
„როგორ ახერხებთ, ქალბატონო ლონდა, რომ ადეიშვილთანაც და „ქართულ ოცნებასთანაც“ წარმატებით იყოთ? არაფერი არსებობს, რაც თქვენ გაწუხებთ?“, - ამ კითხვით დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა სახელმწიფო ინსპექტორობის ერთ-ერთ კანდიდატს, ლონდა თოლორაიას მიმართა. დეპუტატმა წინა ხელისუფლების დროს სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ გადაცდომებზე ისაუბრა და ლონდა თოლორაიას პროკურატურაში მუშაობის პერიოდი შეახსენა. „როდესაც თქვენ ინიშნებოდით დეპარტამენტის ხელმძღვანელად, მაშინ გამოვხატავდი ჩემს უკმაყოფილებას და მაშინ გახარიას ვუთხარი, რომ არ შეიძლება ადეიშვილის გაზრდილი კადრები დაასაქმოთ იმ ხელისუფლების თანამდებობებზე, რომელმაც იმიტომ შეცვალა წინა ხელისუფლება, რომ ის პროკურატურა და იქ ნამუშევარი ადამიანები საზოგადოებისთვის მიუღებელი იყო. 2010 წლიდან თქვენ საქართველოს პროკურატურაში არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის კოორდინატორი ხართ. 2010 წლიდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ათეული შემთხვევები შეიძლება ჩამოვთვალოთ, რომელიც არასრულწლოვნების მიმართ ხდებოდა: წამება, არაადამიანური მოპყრობა, ტერორი მათი განთავსების ადგილებში, იყო თვითმკვლელობის და გარდაცვალების ფაქტებიც. როგორ ახერხებთ, ქალბატონო ლონდა, რომ ადეიშვილთანაც და მერე „ქართულ ოცნებასთანაც“ წარმატებით იყოთ? არაფერი არ არსებობს, რაც თქვენ გაწუხებთ ან რაც თქვენ გიქმნით იმის უხერხულობას, რომ დღეს გვესაუბრებით ადამიანის უფლებებზე და ფაქტობრივად, ნაბიჯების გადადგმა იმ უწყებაში დაიწყეთ? ყველანი ვთანხმდებით, რომ ადეიშვილის თანხმობის გარეშე, რაც უნდა ბრწყინვალე ყოფილიყავით, სხვა უნარ-ჩვევები რომ არ გქონოდათ, არავინ დაუშვებდა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროგრამის ხელმძღვანელი ყოფილიყავით. თქვენ ფიქრობთ, რომ ადამიანს, რომელიც 2010 წლიდან იყავით ადეიშვილისთვის ალბათ ერთ-ერთი საყვარელი და იმედის მომცემი პროკურორი მათი რეჟიმისთვის, ასე მარტივად შეგიძლიათ გახდეთ ინსპექტორი?“, - მიმართა გოგიჩაიშვილმა თოლორაიას.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)