|
2019-06-10 16:09:16, 1295 ნახვა
საზოგადოება
თბილისში ჩინური სახალხო დღესასწაული „ნერგების ფესტივალი“ გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ქალაქ თბილისში გამართულ ჩინურ სახალხო დღესასწაულს - ნერგების ფესტივალს დაესწრო და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან, ძი იანჩისთან ერთად გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მისასალმებელია ჩინეთის საელჩოს სურვილი ხელი შეუწყოს თბილისში გარემოზე ზრუნვას და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ღონისძიების ფარგლებში, სხვადასხვა გასართობი აქტივობაც გაიმართა. გამწვანების აქციაში ჩართულ მოხალისეებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ძი იანჩიმ სპეციალური სერთიფიკატები გადასცეს. ფესტივალი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს ინიციატივით, ჩინეთის სავაჭრო პალატისა და მულტიმედია ჯგუფის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების მხარდამჭერები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და თბილისის მერია იყვნენ. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ თბილისის მერიის, გლდანის რაიონის გამგეობის, საქართველოში მოქმედი ჩინური კომპანიების წარმომადგენლები და საქართველოსა და ჩინეთის უნივერსიტეტების სტუდენტები. ნერგების ფესტივალი საქართველოში უკვე სამი წელია ტარდება და მისი მიზანი გარემოზე ზრუნვა და ჩინელი ხალხის სახელით, საქართველოში გამწვანების ხელშეწყობაა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)