|
2019-06-09 10:26:31, 1253 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: ხმა მივეცი ადამიანს, რომელიც იცავდა მოქალაქეების ინტერესებს, როდესაც ისინი ილახებოდა
ხმა მივეცი ადამიანს, რომელიც სასამართლო დარბაზებში იცავდა მოქალაქეების ინტერესებს, როდესაც ისინი ილახებოდა, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, თავისუფალ და გამორჩეულ ადამიანებს, დიდი მომავალი უნდა ჰქონდეთ პოლიტიკაში. „მე ხმა მივეცი ადამიანს, რომელიც ბრძოლის ველზე იარაღით გვიცავდა მტრისგან, რომელიც სასამართლო დარბაზებში იცავდა მოქალაქეების ინტერესებს, როდესაც ისინი ილახებოდა. მე ხმა მივეცი იმას, რომ ასეთი ადამიანები უნდა იქნენ გამორჩეულნი და დაფასებულნი და მათ უნდა ჰქონდეთ მომავალი პოლიტიკაში. თუ ეს არ მოხდება, ჩვენ პოლიტიკაში გვეყოლება თოჯინები, რომლებიც არა თავისუფალ პოზიციას დააფიქსირებენ და თავის აზრს, არამედ იმას რასაც მათ უბრძანებენ. ეს არჩევანი მთაწმინდელებმა აუცილებლად უნდა გააკეთონ“, - აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)