|
2019-06-07 18:52:10, 1303 ნახვა
პოლიტიკა
თურნავა ბოკერიას: პანკისში მიღწეულია მშვიდობა და ვინც ამაზე ნავთის დასხმას შეეცდება, ქვეყნისთვის კარგ საქმეს არ გააკეთებს
„პანკისის ხეობის მოსახლეობასთან ვართ მშვიდობიანი კონსენსუსის რეჟიმში. საკითხი აღმოიფხვრა, მიმდინარეობს დიალოგი სხვადასხვა პროგრამასთან დაკავშირებით, თუ რა და როგორ განვითარდეს პანკისში, მათ შორის, იმედი გვაქვს, რომ იქნება ჰესების ნაწილიც. ასეა თუ ისეა, მიღწეულია მშვიდობა და ნებისმიერი, ვინც ეცდება ამაზე ნავთის დასხმას, არ აკეთებს კარგ საქმეს და არ ემსახურება ქვეყნის ინტერესებს“, - ასე უპასუხა ნათია თურნავამ გიგა ბოკერიას მიერ დასმულ შეკითხვას, თუ რატომ იხევს მთავრობამ უკან იქ, სადაც პოლიციის მანქანებს წვავენ და არა იქ, სადაც მოქალაქეები კანონმორჩილად იქცევიან. „მთავრობა ყოველთვის დაიცავს უსაფრთხოებას ყველგან, სადაც საჭიროა, მათ შორის პანკისში და მოგიწოდებთ, ასეთი შემთხვევების შეფასებისას ვიყოთ ძალიან კორექტულები“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)