|
2019-06-07 14:45:10, 917 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი ჯგუფმა“ ლონდონში ინვესტორების დღეს უმასპინძლა
„თიბისი ჯგუფმა“ ლონდონში ინვესტორების დღე გამართა. ღონისძიება საფონდო ბირჟის ოფისში ჩატარდა და მას 120-მდე ინვესტორი, ანალიტიკოსი და ფინანსური სექტორის წარმომადგენელი დაესწრო. ღონისძიებაზე თიბისის ტოპ-მენეჯმენტის წარმომადგენლებმა თიბისი ჯგუფის ფინანსური და ტექნოლოგიური მიღწევების, მიზნებისა და სამომავლო განვითარების გეგმების შესახებ ინვესტორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. საუბარი შეეხო უზბეკეთისა და აზერბაიჯანის ბაზრებსაც, სადაც განვითარება და ზრდა თიბისი ჯგუფის სტრატეგიის ნაწილია. ინვესტორების დღე რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. თიბისის მენეჯმენტის წარმომადგენლებმა დამსწრე აუდიტორიისთვის პრეზენტაციები შემდეგ თემებზე გამართეს: ბიზნესსტრატეგია, ფინანსური შედეგები, სრულად ციფრული ბანკი სფეისი, მაკროეკონომიკური მიმოხილვა, რისკ-მენჯმენტი, საცალო, კორპორაციული და საინვესტიცი საბანკო მომსახურება, მიკრო მცირე და საშუალო ბიზნესი, თიბისი დაზღვევა, სიახლეები აზერბაიჯანისა და უზბეკეთის ბაზრებზე, ეჯაილის სტურქტურა და სხვა. ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და ინვესტორებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო შეკითხვებზე კონკრეტული მიმართულების ხელმძღვანელებისგან ამომწურავი პასუხები მიეღოთ. წელს თიბისი ჯგუფმა ინვესტორების დღეს ლონდონში უკვე მეხუთედ უმასპინძლა.
(R)
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)