23:32 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-05 15:38:44, 2054 ნახვა

რეგიონი
„მოყვარულთა თასი 2019“-ის მუნიციპალური ეტაპის გამარჯვებული შუბნის გუნდია

შუახევში, ,,მოყვარულთა თასი 2019"-ის მუნიციპალური ეტაპი დასრულდა. ტურნირი საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია - Gafa-ისა და Georgian Football Federation-ის ორგანიზებითა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მხარდაჭერით მიმდინარეობდა.

დღეს, გამართულ ფინალურ მატჩში ერთმანეთს შუბანისა და ქიძინიძეების გუნდები შეხვდნენ. ძირითადი დრო ფრედ 0:0 დასრულდა. პენალტების სერიაში შუბნის გუნდმა 4-2 სძლია ქიძინიძეების გუნდს.

აჭარის რეგიონალურ ეტაპზე მონაწილეობას როგორც შუბნის, ასევე ქიძინიძეების გუნდები მიიღებენ.

ტურნირს, საორგანიზაციო საკითხებში მხარდაჭერას უწევდა შუახევის მუნიციპალიტეტის მერია და სასპორტო სკოლა.

სპორტული პროექტის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და ფეხბურთის პოპულარიზაცია, ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელების აღმოჩენა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics