|
2019-06-05 12:57:34, 1443 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია ევროპის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური კახეთის გზატკეცილის კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე მისასვლელი გზის, ევროპის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება. „კახეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაციის პროექტს ვახორციელებთ. სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ასევე, გვინდა, კიდევ ერთი საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტი დავიწყოთ - აეროპორტის გადასახვევის, ევროპის ქუჩის განახლება მოვახდინოთ, სადაც ასევე, მძიმე მდგომარეობაა. სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე, საავტომობილო მოძრაობა ერთ მხარეს ჩაიკეტება. პროექტის განხორციელებას, დაახლოებით, ერთი თვე დასჭირდება. აქაც ყველაფერი მოწესრიგდება - გამწვანება, გარე განათების სისტემა, დამონტაჟდება LED სანათები. როდესაც ადამიანი საქართველოში პირველად ჩამოდის, ცენტრალური გზა ყველანაირად მოწესრიგებული უნდა იყოს, რომ მას ჩვენს ქვეყანასა და ქალაქზე პირველი შთაბეჭდილება შეექმნას“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, დაახლოებით, 3 მილიონი ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს დედაქალაქის მერიის კონტრაქტორი შპს „ჯეუ გრუპი“ განახორციელებს. რაც შეეხება საავტომობილო მოძრაობას, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, თავდაპირველად, ერთი თვის განმავლობაში, აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით სავალი ნაწილი გადაიკეტება და საპირისპირო მიმართულება დროებით ორმხრივი გახდება. პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, სამუშაოები თბილისიდან აეროპორტის მიმართულებით განხორციელდება და საპირისპირო მიმართულებაზე სატრანსპორტო ნაკადი, ასევე, 30 დღით გადაერთვება.
(NS)
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)