|
2019-06-05 12:12:44, 1286 ნახვა
საზოგადოება
სანქცია, რომლითაც ავტობუსის ზოლზე მოძრაობა 100 ლარით, ველობილიკზე კი, 50 ლარით დაჯარიმებას იწვევს, ამოქმედდა
ავტობუსის ზოლზე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ან გაჩერების შემთხვევაში, მძღოლი 100 ლარის ოდენობით დაჯარიმდება, ხოლო ველობილიკზე იგივე ქმედება 50 ლარის ოდენობის ჯარიმას გამოიწვევს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება სამართალდარღვევათა კოდექსში უკვე განხორციელდა. „ჩვენი ინიციატივით, კანონში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა.კერძოდ, ავტობუსის ზოლში და ველობილიკებზე სატრანსპორტო საშუალებების გაჩერებასა და მოძრაობაზე სანქციები გავზარდეთ. როდესაც ქუჩების რეაბილიტაციას ვახორციელებთ, საფეხმავლო და ველობილიკები ეწყობა, ისინიძირითადად, საპარკინგე ადგილებად არის გამოყენებული, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ასევე, სპეციალური საავტობუსე ზოლები, რომელიც მოეწყო იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ყველაზე სწრაფი და მგზავრებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, დანიშნულების ადგილამდე სწრაფად მივიდნენ. შესაბამისად, ჩვენ გავამკაცრეთ კანონი, რომელიც უკვე ამოქმედდა. ცვლილებების თანახმად, ავტობუსის ზოლზე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ან გაჩერება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო ველობილიკზე იგივე ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა საკანონმდებლო ორგანოს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. „ჩვენ ასევე, დაწყებული გვაქვს პროექტი, რომელიც ე.წ. ჭკვიანი კამერების მონტაჟს ითვალისწინებს. შესაბამისად, გვექნება შესაძლებლობა, რომ ვინც კანონს დაარღვევს, ჯარიმები ავტომატურ რეჟიმში გამოეწერება. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქალაქი ქალაქს დაემსგავსოს და გამართული ინფრასტრუქტურაიყოს.მინდა, მადლობა გადავუხადო პარლამენტს მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის, რადგან მათი თანადგომის გარეშე, ამ კანონის მიღება შეუძლებელი იყო“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)