|
2019-06-04 11:02:41, 762 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკი“ ტურიზმის სექტორში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას მხარს უჭერს
„საქართველოს ბანკმა“ ტურიზმის სექტორში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით 2018 წელს განხორციელებული პროექტები შეაჯამა. საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკურად გამართული პროექტების დაფინანსება, ბიზნესის ხელშეწყობა, რადგან წარმატებული კერძო სექტორი, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინაპირობაა. 2018 წელს საქართველოს ბანკმა სასტუმროების დასაფინანსებლად ჯამში 153 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის რეგიონებში წახალისების მიზნით არაერთი პროექტი განახორციელა. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკის მიერ დაფინანსებული სასტუმროების 71% რეგიონებში მდებარეობს და ხელს უწყობს ადგილობრივი ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებას. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გასულ წელს, სასტუმროებში დასაქმდა 4,622 ადამიანი, აქედან 23% საქართველოს ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტებში. 2018 წლის მანძილზე ოთახების რაოდენობა განთავსების ობიექტებში გაიზარდა 6,701 ოთახით, მათი 32% კი საქართველოს ბანკის მიერ დაფინანსებულ სასტუმროებს წარმოადგენს. „საქართველოს ბანკისათვის ტურიზმი პრიორიტეულ მიმართულებას წარმოადგენს, რადგან ის ყველაზე სწრაფად მზარდი დარგია. 2018 წელს საქართველოში ტურისტების რაოდენობა 16.9%-ით გაიზარდა, რამაც სასტუმროების რიცხვის 24%-ით მატება განაპირობა. საქართველოში ტურიზმიდან შემოსავლები ერთი წლის მანძილზე გაიზარდა 18.4%-ით და მიაღწია US$ 3.2 მლრდ-ს. საქართველოს ბანკი აქტიურად უჭერს მხარს ტურიზმის სფეროში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ ბიზნესებს, როგორც დაფინანსების, ასევე ინტელექტუალური მხარდაჭერის კუთხით. სწორედ ამიტომ, ბანკი მომავალშიც აპირებს საკმაოდ მასშტაბური პროექტების განხორციელებას, რაც 2018 წელს დადებული გარიგებების შესაბამისად გულისხმობს სექტორში 150 მილ. დოლარის დამატებითი ინვესტიციის განხორციელებას, 1,571 ადამიანის დასაქმებასა და 1,929 ახალი ნომრის მშენებლობას“,- განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.
(R)
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
ბოკუჩავა - დავრჩები პოლიტსაბჭოში რიგით წევრად
კირცხალია – ქალბატონების ჭიდილი უკვე ლამაზ სანახაობად გადაიქცა, ქალბატონი ნანას და ბრწყინვალე თინას ჭიდილი მიხეილ სააკაშვილის კარზე
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)