|
2019-05-31 18:14:01, 1712 ნახვა
კომენტარი
მაჭავარიანი: ლარის კურსის დასტაბილურებაში ხელოვნურად ჩარევა სამომავლოდ უარეს შედეგს მოიტანს
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ ლარის კურსის ხელოვნურად დასტაბილურება სამომავლოდ გაცილებით უარეს შედეგს მოიტანს. მინისტრი აღნიშნავს, რომ ლარის კურსი ეკონომიკური რეფორმების შედეგად, ეტაპობრივად უნდა გამყარდეს. "ლარის კურსის მერყეობა არ არის სასიამოვნო, თუმცა მე მიმაჩნია, რომ მთავრობა და ეროვნული ბანკი არ უნდა ჩაერიოს. ჩვენ უნდა განვახორციელოთ ის რეფორმები, რასაც ვაკეთებთ, - შეგახსენებთ ლარიზაციის რეფორმას, რაც ნიშნავს, რომ რყევების ნეგატიური შედეგების მინიმალიზაცია მოხდეს. საკუთრივ რყევების შემცირებას რაც შეეხება, აუცილებელია ეკონომიკური ზრდა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება და ექსპორტის ზრდა. შეგახსენებთ, რომ ალბათ საქართველოს ისტორიაში ექსპორტის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს ახლა, 30%-ზე მეტია. ეს მიმართულება სწორია და უნდა განვაგრძოთ. ჩვენი მიზანია საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, ერთის მხრივ - რყევა იყოს მინიმალური და იმ რყევის ასახვა მოსახლეობაზეც იყოს მინიმალური და ეს მოხდეს ლარიზაციით და იმ რეფორმების გატარებით, რომელსაც ვაკეთებთ. პირდაპირი და მყისიერი ჩარევა, ეს პოპულისტური ნაბიჯია, ეს 3 ან 6 თვეს გადაარჩენს, მაგრამ სამომავლოდ ზრდას შეამცირებს, სამუშაო ადგილებს შეამცირებს, ბიზნესს დაარტყამს და ა.შ. არ უნდა წამოვეგოთ ამ კრიტიკას და პოპულიზმს", - განაცხადა მინისტრმა. ივანე მაჭავარიანი, ასევე, ეკონომიკურ ზრდაზე გულისხმობს და აღნიშნავს, რომ ის მეზობელ ქვეყნებთან შედარებით ორჯერ მეტია. "ნავთობით, რესურსებით და ინდუსტრიით მდიდარი ქვეყნები, როგორიც თურქეთია, რომელიც პრაქტიკულად ყველაფერს თავის ქვეყანაში აწარმოებს და თვითკმარი ქვეყანაა ინდუსტრიული თვალსაზრისით, აზერბაიჯანი, ყაზახეთი უმდიდრესი ქვეყნებია და მათთან შედარებით 2-ჯერ მეტი ეკონომიკური ზრდა რომ გვაქვს, როგორ გგონიათ, რის ხარჯზეა? რეფორმის ხარჯზეა, თქვენ გგონიათ, რომ აქ ნავთობმა ამოხეთქა თუ ციდან რამე ჩამოვარდა? აქედან გამომდინარე, მე არ მივიღებ შენიშვნას იმაზე, რომ რეფორმები არ ხორციელდება. ეს საკმარისი, ცხადია არ არის, იმიტომ, რომ დაბალი ნიშნულიდან ვიწყებთ, ამიტომ შედარებით ანალიზს ნურავინ წაშლის წარსულთან და მეზობელ ქვეყნებთან", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)