|
2019-05-31 18:07:34, 1055 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრი პოლიციელებს: ჩემთვის უდიდესი ღირსებაა ვემსახურო საქართველოს თქვენთან ერთად
„ჩემთვის უდიდესი ღირსებაა ვემსახურო საქართველოს თქვენთან ერთად“, - ამ სიტყვებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პოლიციელებს მიმართა. როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, პოლიციის დღე ქვეყანაში 101-ედ აღინიშნება. „დღეს ჩვენ ავღნიშნავთ, პოლიციის 101-ე წელს 1918 წლის დამოუკიდებლობის შემდგომ. თითოეული ჩვენგანისთვის ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი დღე. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა მართლწესრიგის, სიმშვიდისა და წესრიგის ამ ქვეყანაში, იმ სიმშვიდის, რომლის პირობებში თითოეულმა მოქალაქემ უნდა შეძლოს, იშრომოს, იზრუნოს თავის ხვალინდელ დღესა და მომავალზე, როგორც თავისი ოჯახის, ასევე ქვეყნის. ძვირფასო პოლიციელებო, ჩვენ დღეს ზუსტად ვიცით, სად ვართ და ზუსტად ვიცით, რა გეგმები გვაქვს და სად მივდივართ. სწორედ, ამ გეგმებიდან გამომდინარე, ჩვენ ჩვენს მიმდინარე რეფორმებს სისტემური განახლება დავარქვით. სწორედ განახლება, რათა შევინარჩუნოთ ყველაფერი კარგი, რაც იყო ჩვენს წარსულში და სიახლეებით და რეფორმებით ვუპასუხოთ იმ თანამედროვე გამოწვევებს, რომლის წინაშეც ვდგავართ. ჩვენი მიზანია ეფექტური და პოლიტიკურად ნეიტრალური პოლიცია. ეს არის ძირითადი, რასაც ჩვენ უნდა მივაღწიოთ და რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია, ვიყოთ ეფექტურები, შედეგიანები და წარმატებულები მხოლოდ და მხოლოდ ისე, რომ შევინარჩუნოთ ადამიანის ღირსება და ადამიანის უფლება. ეს არის ჩვენი უდიდესი მიზანი, რომელსაც ყველამ ერთად უნდა მივაღწიოთ. ბატონო პოლიციელებო, ბატონო მეხანძრე-მაშველებო, ბატონო მესაზღვრეებო და ვინც ემსახურებით შინაგან საქმეთა სამინისტროს, თქვენი მსახურება დღეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და არ არსებობს იმაზე ღირსეული მსახურება, ემსახურო შენი მოქალაქის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და იყო შენი ქვეყნის სიმშვიდის სადარაჯოზე. ბატონებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ პოლიციის დღეს. ჩემთვის უდიდესი ღირსებაა ვემსახურო საქართველოს თქვენთან ერთად“, - მიმართა პოლიციელებს შს მინისტრმა.
ბოკუჩავა - დავრჩები პოლიტსაბჭოში რიგით წევრად
კირცხალია – ქალბატონების ჭიდილი უკვე ლამაზ სანახაობად გადაიქცა, ქალბატონი ნანას და ბრწყინვალე თინას ჭიდილი მიხეილ სააკაშვილის კარზე
რუმინეთის საგარეო - რუმინეთი საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროკავშირისკენ გზის მიმართ სრულად ერთგული რჩება
კობახიძე - ჩვენ ვინარჩუნებთ ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)