|
2019-05-31 14:59:45, 826 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: „საპარტნიორო ფონდის“ ბიზნეს მოდელი არაეფექტურია და უნდა შეიცვალოს
ის ბიზნეს მოდელი, რაც აქვს „საპარტნიორო ფონდს“, არის არაეფექტური და უნდა შეიცვალოს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში, დეპუტატების კითხვებზე საპასუხოდ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული მოდელის შესაცვლელად საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული. „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელობამ ეს ყველაზე კარგად იცის, რომ ეს მოდელი შესაცვლელია. დიახ, მე ვადასტურებ ამას არაფერია გასაკვირი. იმიტომ, რომ სხვებისგან განსხვავებით ჩემს განცხადებებს ციფრებზე და ბიზნეს მოდელებზე დაყრდნობით ვაკეთებ. დიახ, ის არის არაეფექტური და შესაცვლელი. ვმუშაობთ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან და ეს მოდელი შეცვლება. მათ შორის თქვენთან კონსულტაციის შედეგად“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)