|
2019-05-31 12:12:24, 1086 ნახვა
საზოგადოება
არაჰუმანური პოსტის გამოქვეყნების გამო, ნანა კოსტავა გენდერული საბჭოდანაც გარიცხეს
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი ნანა კოსტავა არაეთიკური პოსტის გამო, გენდერული საბჭოდან გარიცხეს. შესაბამისი გადაწყვეტილება გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ ცოტა ხნის წინ მიიღო. ნანა კოსტავას გარიცხვას მხარი ყველა წევრმა დაუჭირა. მის ადგილს ანა შალიაკინი დაიკავებს. ცნობისთვის, ქუთაისის საკრებულოს გადაწყვეტილებით "ქართული ოცნების" დეპუტატი ნანა კოსტავა ფრაქციის თანამდებობიდან დღეს გადააყენეს, თუმცა ის საკრებულოს წევრის თანამდებობას მაინც იკავებს. შეგახსენებთ, რომ ნანა კოსტავას გადადგომის მოტხოვნით, გუშინ ქუთაისის მერიასთან აქცია გაიმართა. მოქალაქეებში პოლიტიკოსის მიერ გაჟღერებულმა არაეთიკურმა და არაჰუმანურმა პოსტმა გაღიზიანება გამოიწვია. დეტალური ინფორმაცია წაიკითხეთ აქ.
ბოკუჩავა - დავრჩები პოლიტსაბჭოში რიგით წევრად
კირცხალია – ქალბატონების ჭიდილი უკვე ლამაზ სანახაობად გადაიქცა, ქალბატონი ნანას და ბრწყინვალე თინას ჭიდილი მიხეილ სააკაშვილის კარზე
რუმინეთის საგარეო - რუმინეთი საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროკავშირისკენ გზის მიმართ სრულად ერთგული რჩება
კობახიძე - ჩვენ ვინარჩუნებთ ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)