15:11 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-29 14:30:48, 999 ნახვა

საზოგადოება
გლობალური ფონდის, აივ ინფექცია/შიდსის პროგრამის ავტოპარკი განახლდა

გლობალური ფონდის, აივ ინფექცია/შიდსის პროგრამის ავტოპარკი განახლდა. სათემო სერვისების გაუმჯობესების მიზნით, 16 ავტომობილი  პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებებს გადაეცა.

ცერემონიას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრეელიძე ესწრებოდნენ.

შიდსის პროგრამის განხორციელების ცენტრები ქვეყნის 16 ქალაქში მდებარეობს, ხოლო მობილური ჯგუფებით მოცვა 55 ქალაქს/დაბას სცდება. ასეთი ინტენსიური დატვირთვის პირობებში გამართული ავტოპარკის არსებობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია პროგრამის წარმატებული განხორციელებისთვის.

ახალი ავტომობილები  მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს შიდსით დაავადებული პაციენტებისთვის მედიკამენტების მიწოდებას რეგიონებში მობილური ბრიგადების მეშვეობით, ხელს შეუწყობს მკურნალობიდან დაკარგული პაციენტების მოძიებას და მათ კვლავ ჩართვას პროგრამაში. ასევე, ხელს შეუწყობს აივ ინფექციის პრევენციული სერვისების მიწოდების და ტესტირების  გეოგრაფიული ბარიერის მოხსნას შიდსის მაღალი რისკის მქონე პირებისთვის, მათ შორის ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლებისთვის.

8 ავტომობილი გადაეცემა სს ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრს, 4 - საქართველოს ზიანის შემცირების ქსელს და 1 შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდს.

3 ავტომობილი გადაეცა დაავადებათა კონტროლის ცენტრს რეგიონული ზედამხდველობის ფუნქციის გაუმჯობესებისთვის, მათ შორის გლობალური ფონდის პროგრამების მონიტორინგის, სამი დაავადების (აივ ინფექცია/შიდსის, ტუბერკულოზისა და C პეპატიტის) ინტეგრირებული სკრინინგის პროგრამის და სხვა სახ პროგრამების მონიტორინგისა და ზედამხედველობის გაუმჯობესების მიზნით.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics