|
2019-05-28 15:37:00, 1118 ნახვა
პოლიტიკა
ლინას ლინკევიჩუსი - საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის გამოკვეთილი ლიდერია
„თქვენმა თავისუფლებისმოყვარე ქვეყანამ ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისკენ მიმართული ამბიციური რეფორმების განხორციელების გზაზე მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. საქართველო ასევე გამოკვეთილი ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობაში მონაწილე ქვეყნებს შორის", - ამის შესახებ ლიეტუვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამოგზავნილ წერილში წერს, სადაც ის თავის ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს და ქართველ ხალხს წარმატებასა და კეთილდღეობას უსურვებს. წერილში ნათქვამია, რომ ლიდერის პოზიციის შენარჩუნებისთვის საქართველოს უამრავი გამოწვევის დაძლევა მოუწევს. „მინდა დაგარწმუნოთ, რომ ლიეტუვა კვლავაც გულითადად დაუჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს" - წერს ლინას ლინკევიჩუსი. წერილში გამოთქმულია იმედი, რომ ლიეტუვასა და საქართველოს შორის არსებული მეგობრობა კიდევ უფრო განმტკიცდება, რასაც ხელს შეუწყობს ადამიანებს შორის კონტაქტების გაღრმავება, ვაჭრობის სტიმულირება და ქვეყნებს შორის მაღალი დონის დიალოგის გაძლიერება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)