|
2019-05-25 22:27:17, 3056 ნახვა
პოლიტიკა
აზერბაიჯანმა მის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები შეაჩერა
დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტირიიდან ამ დროისათვის ტექნიკა გაყვანილია, თუმცა გზა ძალიან ახლოს არის მოყვანილი ჩიჩხიტურის მონასტერთან, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომელიც დღეს დავით გარეჯში ჩავიდა. მისი თქმით, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის მხარესთან დიალოგის შემდგომ მიღწეული იყო მოლაპარაკება სამუშაოების შეწყვეტის შესახებ, თუმცა დილით ტერიტორიაზე ტექნიკა ისევ გამოჩნდა. „გუშინ დასრულდა მოლაპარაკებები და დღეს ტექნიკა გაყვანილია. უბრალოდ, დილას კიდევ რომ მუშაობდა ეს ტექნიკა, რამაც გამოიწვია რიგი გაუგებრობები. გზა ბოლომდე არაა მიყვანილი. რომ არა ეს მოლაპარაკებები ალბათ გზას ბოლომდე მიიყვანდნენ. იქ დარჩენილი მონაკვეთი აღარ მუშავდება. გზა აღარ გაჰყავთ და სამუშაოები გაჩერებულია”, – განაცხადა დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ. საინჟინრო სამუშაოები აზერბაიჯანის მხარეს, ქედს მიღმა დაბლობში მიმდინარეობდა, – ამის შესახებ დავით გარეჯთან დაკავშირებულ საკითხზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა. საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტა, რომ არის სამი მოცემულობა – ტერიტორია, რომელიც არის ქედს მიღმა დაბლობი და ეს აზერბაიჯანის კონტროლირებადი ტერიტორიაა, ამასთან, არის თავად დავით გარეჯის ტერიტორია, რომელიც საქართველოს ეკუთვნის და კიდევ – ერთი მესამედი სადავო ტერიტორია.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)