13:00 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-22 18:24:42, 1098 ნახვა

საზოგადოება
დ.ღ-ს მამა: ადვოკატი ჩანაწერებს გაასაჯაროვებს, მათ შორის ზაზა სარალიძის

ეს არის სამართალი? ჩემი ადვოკატი გაასაჯაროებს ჩანაწერებს, სარალიძის ჩანაწერსაც გავასაჯაროებთ, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალდებულ დ.ღ-ს მამამ, კახა ღლონტმა სასამართლო სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განაცხადა.

მისი თქმით, მის ადვოკატს უტყუარი მტკიცებულებები აქვს.

„ეს არის სამართალი? ეს რა გააკეთეს. მაქსიმუმ ველოდებით პირობითს, იმიტომ, რომ არასრულწლოვანი იყო მაშინ. ყველას პირობითი აქვს. ყველა ერთმანეთს დაუპირისპირეს. სამაგალითოდ დასაჯეს ამ მთავრობამ , პროკურატურამ, შეაწმინდეს ხელი ბოლომდე. ჩემი ადვოკატი გაასაჯაროებს ჩანაწერებს, სარალიძის ჩანაწერსაც გავასაჯაროებთ. პროკურორებმა რომ იცრუეს სასამართლოზე, იმასაც გავასაჯაროებთ. გვაქვს უტყუარი მტკიცებულებები“, - აღნიშნა დ.ღ-ს მამამ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ხორავას ქუჩის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებულ დ.ღ-ს პატიმრობა მიუსაჯა. დ.ღ.-ს სასჯელის სახით, 2 წელი და 3 თვე შეეფარდა. ის სასამართლო დარბაზში დააკავეს. აღსანიშნავია, რომ დ.ღ-ს პატიმრობაში გატარებული 6 თვე სასჯელის მოხდად ჩაეთვლება და საპატიმროში ის 1 წელს და 9 თვეს გაატარებს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics