|
2015-06-29 18:10:06, 455 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ბოძაშვილი: არ მგონია, საქართველოში რომელიმე პოლიტიკურ ძალას ეყოს გამბედაობა, პრემიერის ინიციატივას მხარი არ დაუჭიროს
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრის, ლევან ბოძაშვილის შეფასებით, პრემიერის ინიციატივა, კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომ ქორწინება და ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობაა, სწორია. როგორც ბოძაშვილმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა, წინასწარ რთულია თქმა, რამდენად მოახერხებენ პარლამენტში ამისთვის საჭირო უმრავლესობის მოპოვებას, თუმცა ფიქრობს, რომ პოლიტიკური ძალები ირაკლი ღარიბაშვილის ამ ინიციატივას მხარს დაუჭერენ. შესაბამისად, ლევან ბოძაშვილი შესაძლებლად მიიჩნევს, კონსტიტუციაში მართლაც გაკეთდეს ჩანაწერი, რომ ქორწინება და ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობაა, მითუმეტეს, რომ სამოქალაქო კოდექსი მას უკვე აღიარებს. "მიმაჩნია, რომ სწორი ინიციატივა აქვს პრემიერს. პარლამენტში რამდენად მოახერხებენ საჭირო უმრავლესობის მოპოვებას, ამას ვერავინ იტყვის და არა მგონია, რომ რომელიმე პოლიტიკურ ძალას საქართველოში ეყოს იმის გამბედაობა, რომ ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირონ. მითუმეტეს, რომ ამაში არაფერი წერია ისეთი, რაც უკვე კანონში ჩვენ არ გვაქვს. იცით, რომ სამოქალაქო კოდექსი ამას აღიარებს.უკვე კანონში გვაქვს, ისედაც ასეა და რატომ არ უნდა ეწეროს კონსტიტუციაში არვიცი. მე ვერ ვხედავ პრობლემას. მგონია, რომ შესაძლებელია ჩაიწეროს კონსტიტუციაში; რატომ არ უნდა იყოს შესაძლებელი?! თუ ვინმე ამის წინააღმდეგი იქნება, მაშინ იმის წინააღმდეგიც უნდა იყოს, რაც სამოქალაქო კოდექსში წერია. ამიტომ, არამგონია, ამაზე ვინმე წინააღმდეგი იყოს",-აღნიშნა ლევან ბოძაშვილმა "ექსპრესნიუსთან" საუბრისას. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა, იგი ყველაფერს გააკეთებს, რათა კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომ ქორწინება და ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობაა.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)