|
2019-05-19 14:58:13, 1385 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - სააკაშვილი არათუ ემიჯნება, არამედ მხარს უჭერს იმ გეგმას, რასაც დაპირისპირება, დადუღება და შეტევა ჰქვია
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართავს გამოეხმაურა, სადაც ყოფილმა პრეზიდენტმა მხარდამჭერებს „შეტევაზე გადასვლისკენ“ მოუწოდა. როგორც ვოლსკიმ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, სააკაშვილის მიზანია, ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება მოხდეს, თუმცა ამ გეგმას პერსპექტივა არ აქვს. „თვითონ „ნაციონალური მოძრაობა“ გაემიჯნა იმ ჩანაწერში გამოთქმულ აჯანყების თუ ადუღების გეგმას. სააკაშვილი ამბობს, რომ არათუ ემიჯნება, როგორც ზოგიერთი მისი პარტიის წარმომადგენელი, არამედ პირდაპირ მხარს უჭერს იმ გეგმას, რასაც ჰქვია დაპირისპირება, დადუღება, შეტევა და ამბობს, რომ ვერ დაელოდება ვერანაირ დასკვნას საერთაშორისო დამკვირვებლებისაგან, რომლებიც ძალიან კარგად აკვირდებიან სიტუაციას და ხედავენ, რომ საზოგადოებაში დაპირისპირება არ არის, ხალხი არჩევანს აკეთებს თავისუფლად. სააკაშვილი ისევ იმ იმედზეა, რომ იცის მიუღებელი ფიგურაა ყველგან, მათ შორის საერთაშორისო დონეზე და მისი ერთადერთი გეგმა იყო, არის და ამას პერიოდულად ადასტურებს, რომ უნდა არიოს სიტუაცია და მიიყვანოს მდგომარეობა იქამდე, როდესაც საზოგადოების ერთი ნაწილი დაუპირისპირდება მეორე ნაწილს. ეს არის გეგმა და ამ გეგმის იქით არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია. ვფიქრობ, რომ არც ამ გეგმას გააჩნია პერსპექტივა და ძალიან ცდება, თუ ამის იმედი აქვს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)