|
2019-05-19 13:44:54, 1086 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო: 12 საათის მონაცემებით, ყველაზე მეტი პროცედურული დარღვევა ზუგდიდში ფიქსირდება
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, 12 საათის მონაცემებით, ყველაზე მეტი პროცედურული დარღვევა (13) ზუგდიდში ფიქსირდება, ხოლო წყალტუბოსა და ადიგენის 8 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღე მიმდინარეობს შეუფერხებლად. როგორც მიქელაძემ აღნიშნა, ამ დროისთვის კომისიაში სულ 24 საჩივარია შესული. „ხმის მიცემის პროცესი ყველა საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში. აღსანიშნავია, რომ წყალტუბოსა და ადიგენის 8 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღე მიმდინარეობს შეუფერხებლად ხმის დათვლის ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით. რაც შეეხება საჩივრებს, ამ დროისთვის საოლქო-საარჩევნო კომისიებში შესულია 24 საჩივარი, მათგან 7 საჩივარი შევიდა მარნეულში. ზესტაფონში არის დაფიქსირებული 1 საჩივარი, ხულოში სამი, ხოლო ზუგდიდში 13 საჩივარი. საჩივრები ძირითადად შეეხება პროცედურულ ხარვეზებს. მაგალითისათვის, ზუგდიდის ნომერ 67-ე საარჩევნო ოლქში რამდენიმე საარჩევნო ოლქში ცესკო-ს აკრედიტაციის გარეშე მედიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, ფაქტის დაფიქსირების თანავე ყველა მათგან საარჩევნო კომისიამ დაატოვებინა უბანი. ზუგდიდის 88-ე საარჩევნო უბანზე მოხდა პროდეცედურული ხარვეზი საკონტროლო ფურცლის შევსებისას. კერძოდ, საკონტროლო ფურცელი, რომელიც არის თვითკოპირებადი ერთი ასლის შევსების ნაცვლად, კომისიის წევრებმა შეავსეს ცალცალკე და ორ მათგანს დაარტყეს ბეჭედი. თუმცა კანონმდებლობის მიხედვით საკონტროლო ფურცელს საერთოდ არ ერტყმევა კომისიის ბეჭედი, შედგა შესაბამისი აქტი და კომისია მოახდენს რეაგირებას. აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამომრჩევლები, რომლებიც არიან რეგისტრირებულები გადასატანი ყუთის საარჩევნო სიაში შეძლებენ არცევნებსი დაუბრკოლებად მონაწილეობის მიღებას. მარნეულის 68-ე და 49-ე უბნებიდან მიღებული ინფორმაციით, ორ დამკვირვებელს დაატოვებინეს უბნები კომისიის მუშაობის ხელის შეშლის გამო და გარდა ამისა სამაგიდო სიებში არსებული პერსონალური მონაცემების დამუშავების მცდელობისათვის“, - აღნიშნა ანა მიქელაძემ.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)