|
2019-05-19 13:33:10, 1090 ნახვა
პოლიტიკა
12:00 საათისთვის, ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ საგარეჯოში, ხოლო ყველაზე დაბალი მთაწმინდაზე ფიქსირდება
12:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა საგარეჯოში, ხოლო ყველაზე დაბალი მთაწმინდაზე ფიქსირდება, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცდახა. მისივე შეფასებით, ხმის მიცემის პროცესი ყველა საარჩევნო უბანზე ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს, „12 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტიურობა საარჩევნო უბნების მიხედვით შემდეგია: თბილისი, ნომერ პირველი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი 10.4%, მარნეული 14%, ზესტაფონი 16.5%, ჭიათურა 17.6%, ზუგდიდი 20.1%, ხულო 19.5%. ასევე გაგაცნობთ აქტივობის შესახებ ინფორმაციას იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ტარდება საკრებულოს შუალედური არჩევნები. საგარეჯო 35.7%, ახმეტა 18.4%, ადიგენი 23.1%, ტყუბული 17.7%, წყალტუბო 22.2%, ოზურგეთი 17.8%“, - აღნიშნა მიქელაძემ.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)