|
2019-05-17 14:20:42, 888 ნახვა
პოლიტიკა
ბახტაძე - ჰესების მშენებლობას ისე გავაგრძელებთ, რომ მოსახლეობის ინტერესები დაცული იყოს
საქართველოში აუცილებლად გავაგრძელებთ ჰესების მშენებლობას, ისე, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები ყოველთვის იყოს დაცული და ნებისმიერი პროექტი უმაღლეს ეკოლოგიურ სტანდარტებს შეესაბამებოდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, კურორტ გოდერძიზე, ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანას სჭირდება ეკონომიკის განვითარება, რისთვისაც საჭიროა მეტი ელექტროენერგია. „ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის განვითარება, ეკონომიკის განვითარებას სჭირდება მეტი ელექტროენერგია. ეს არის ძალიან მარტივი პრინციპი, როგორ ხდება ეკონომიკის განვითარება. ამავე დროს, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესი და უმაღლესი ეკოლოგიური სტანდარტის შენარჩუნება უმთავრესი პრიორიტეტია. ჩემი პოზიციაც აქედან გამომდინარე ერთმნიშვნელოვანია - საქართველოში აუცილებლად გავაგრძელებთ ჰესების მშენებლობას და ისე, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები ყოველთვის იყოს დაცული და ნებისმიერი პროექტი შეესაბამებოდეს უმაღლეს ეკოლოგიურ სტანდარტებს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)