|
2019-05-17 13:47:39, 920 ნახვა
პოლიტიკა
ბახტაძე - ენმ საზოგადოებაში აგრესიისა და დაძაბულობის შეტანას ცდილობს
არჩევნები არა მხოლოდ ზუგდიდში, არამედ ყველგან ჩატარდება უმაღლესი სტანდარტით, მშვიდობიან და თავისუფალ გარემოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, როგორც საზოგადოება, ისე საერთაშორისო საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში საქართველოში არჩევნები ყოველთვის თავისუფალ გარემოში ტარდება. „სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა", როგორც მას სჩვევია, ცდილობს, თავისი აგრესიითა და რიტორიკით შეიტანოს დაძაბულობა საზოგადოებაში, რაც, მათ, ბუნებრივია, არ გამოუვათ. ეს არჩევნები ჩატარდება თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში. საზოგადოება და თითოეული ჩვენთაგანი, ისე როგორც საერთაშორისო საზოგადოება, კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში არჩევნები საქართველოში ყოველთვის ტარდება თავისუფალ გარემოში.
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)