|
2019-05-17 10:52:21, 878 ნახვა
პოლიტიკა
დებატებზე ზუგდიდის მერობის კანდიდატებიდან თანხმობა მხოლოდ გიორგი შენგელიამ განაცხადა
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ზუგდიდში ქალაქის მერობის კანდიდატებს სატელევიზიო დებატებში მონაწილეობა შესთავაზა, თუმცა „ქართული ოცნების“ კანდიდატის - გიორგი შენგელიას გარდა დებატებზე ყველა კანდიდატებმა უარი თქვა. დებატებში მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატმა სანდრა რულოვსმა და „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა, რის გამოც მერობის კანდიდატების დებატები ხვალ, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ვერ შედგება. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ხუთივე მუნიციპალიტეტში მერის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილე კვალიფიციური სუბიექტების კანდიდატებს სპეციალურ საარჩევნო გადაცემაში მონაწილეობა 13 მაისს შესთავაზა. მანამდე კი საზოგადოებრივ მაუწყებელზე დებატებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი სანდრა რულოვსი, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი შენგელიამ მოიწვია.
(NS)
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)