10:12 - 05 Aug, 2026
|
2019-05-16 22:17:26, 1278 ნახვა
საზოგადოება
დოდაშვილის ქუჩაზე ბუნებრივი აირის სუნის გავრცელების მიზეზი დაღვრილი თხევადი გაზი გახდა
კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისი“ ისანში, დოდაშვილის ქუჩაზე ბუნებრივი აირის სუნის გავრცელებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისის“ ცხელ ხაზზე ისნის რაიონიდან, დოდაშვილის ქუჩიდან შემოვიდა შეტყობინება გაზის ძლიერ სუნთან დაკავშირებით. მოქალაქის განცხადებით, საფრთხის თავიდან აცილების მიზნით კორპუსს ელექტროენერგიის მიწოდებაც შეუწყდა. ადგილზე მისული სწრაფი რეაგირების ჯგუფის მიერ აღნიშნული კორპუსის შემოწმებისას ბუნებრივი გაზის გაჟონვა არ დაფიქსირდა. შემოწმების შედეგად დადგინდა რომ საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიღვარა თხევადი გაზი. კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისი“ მოსახლეობას გამოჩენილი სიფრთხილისთვის მადლობას უხდის, - ნათქვამია „ყაზტრანსგაზ თბილისის“ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)