05:07 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-28 14:27:57, 749 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური ჩინეთის ფინანსთა მინისტრს შეხვდა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური შეხვდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრს ლოუ ძინვეის.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო–ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ჩინური ინვესტიციების მოცულობის ზრდას, ასევე ქართული პროდუქციის ცნობადობის ზრდას ჩინეთის ბაზარზე.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს, როგორც რეგიონის სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ჰაბის მნიშვნელობაზე.

ფინანსთა მინისტრმა ჩინელ კოლეგას მადლობა გადაუხადა იმ დახმარებისთვის, რომელსაც ჩინეთის მთავრობა უწევს საქართველოს, მათ შორის, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს საბაჟო ინფრასტრუქტურის მოდერნიზების მიმართულებით.

თავის მხრივ, ჩინური მხარე გამოვიდა ინიციატივით, ე.წ. აბრეშუმის გზაზე მდებარე ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვის გასაზრდელად გამარტივდეს საბაჟო პროცედურები, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის.  

 შეხვედრაზე ნოდარ ხადურმა ჩინელი კოლეგა საქართველოში მოიწვია.

„როგორც ცნობილია, საქართველოს-პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, თბილისში იგეგმება „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი", რომელიც მონაწილე ქვეყნებს, საშუალებას მისცემს ისტორიული ,,აბრეშუმის გზის" მარშრუტთან დაკავშირებით, შემუშავდეს ახალი იდეები ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ხალხთა შორის კონტაქტების დამყარების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით“, – აცხადებენ უწყებაში.

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics