|
2019-05-15 16:35:57, 1051 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მუზეუმების გაერთიანება შიო არაგვისპირელის მუზეუმის რეაბილიტაციას იწყებს
თბილისის მუზეუმების გაერთიანება შიო არაგვისპირელის მუზეუმის რეაბილიტაციას იწყებს. როგორც გაერთიანების განცხადებაშია აღნიშნული, მუზეუმში დაცული მემორიალური ნივთები 2016 წლიდან გადატანილია ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დაცულ ფონდში, მერიის კულტურის სამსახურის ნებართვის საფუძველზე და დალუქულია საქართველოს სამუზეუმო ფასეულობათა დაცვის ინსტრუქციის შესაბამისად. შენობა გამარჯვებულ კომპანიას გუშინ გადაეცა სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, შესაბამისად, ის დაიცალა ძველი სტენდებისგანაც. „პროექტით გათვალისწინებულია ძეგლის სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები ისე, რომ სრულად იქნება დაცული როგორც ძეგლის არქიტექტურული თავისებურება, ისე სამუზეუმო საჭიროებები. ასევე, შენარჩუნებული იქნება ავთენტური კედელი და საბუხრე. პროექტი ითვალისწინებს შენობის ადაპტირებას. სამუშაოები უნდა დასრულდეს 4 თვეში და მისი ღირებულებაა 125 821 ლარი. რეაბილიტაციის პროცესს ზედამხედველობას გაუწევს პროექტით ავტორთა ჯგუფი და თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების ფონდებისა და კოლექციების სამსახური“, - ნათქვამია განცხადებაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)